ბეტონი
ბეტონი არის ხელოვნური ქვა, რომელიც მიიღება ბუნებრივი და ხელოვნური მასალების ურთიერთშეზავებით. ბეტონი შედგება რამდენიმე ძირითადი მასალისგან: ქვიშა, ღორღი, ცემენტი, წყალი, ცემენტისებრი შემავსებელი და სხვადასხვა ტიპის პლასტიფიკატორები. თანამედროვე ბეტონის წარმოებაში ვიყენებთ სხვადასხვა სახეობის პლასტიფიკატორებს, რომელთა გამოყენებაც განისაზღვრება იმ კონკრეტული ბეტონის საექსპლუატაციო გარემოში მოცემული სპეციფიკაციების გათვალისწინებით. არსებული რეალობიდან გამომდინარე ქვიშისა და ღორღის ორ-ორ ფრაქციას ვიყენებთ, ქვიშა 0-2მმ; ქვიშა 0-5მმ; ღორღი 5-10მმ; ღორღი 10-22მმ. ქვიშა-ღორღის ამგვარი ფრაქციული დაყოფა ხელს უწყობს ბეტონში მათი დოზირების ზუსტ განსაზღვრას, რათა შედეგად მაქსიმალურად ერთგვაროვანი და კარგი კონსისტენციის მქონე ბეტონი მივიღოთ
ბეტონი არის ხელოვნური ქვა, რომელიც მიიღება ბუნებრივი და ხელოვნური მასალების ურთიერთშეზავებით. ბეტონი შედგება რამდენიმე ძირითადი მასალისგან: ქვიშა, ღორღი, ცემენტი, წყალი, ცემენტისებრი შემავსებელი და სხვადასხვა ტიპის პლასტიფიკატორები. თანამედროვე ბეტონის წარმოებაში ვიყენებთ სხვადასხვა სახეობის პლასტიფიკატორებს, რომელთა გამოყენებაც განისაზღვრება იმ კონკრეტული ბეტონის საექსპლუატაციო გარემოში მოცემული სპეციფიკაციების გათვალისწინებით. არსებული რეალობიდან გამომდინარე ქვიშისა და ღორღის ორ-ორ ფრაქციას ვიყენებთ, ქვიშა 0-2მმ; ქვიშა 0-5მმ; ღორღი 5-10მმ; ღორღი 10-22მმ. ქვიშა-ღორღის ამგვარი ფრაქციული დაყოფა ხელს უწყობს ბეტონში მათი დოზირების ზუსტ განსაზღვრას, რათა შედეგად მაქსიმალურად ერთგვაროვანი და კარგი კონსისტენციის მქონე ბეტონი მივიღოთ. წარმოებაში ძირითადად ოთხი ტიპის ცემენტს ვიყენებთ: CEM I 42.5R; CEM II A-P 42.5R; CEM III A 42.5N; CEM I SR5 42.5R. წყალი ბეტონში საჭიროა ცემენტის შეკვრის პროცესის დასაწყებად (ჰიდრატაციისთვის) და სასურველი კონსისტენციის მისაღებად
სახლის მშენებლობა
ბეტონის სახეობების ტექნიკური მოთხოვნები
ბეტონის სახეობა | ბეტონის დახასიათება | ბეტონის ოპტიმალური კლასი | შესაბამისი საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე - R, მპა |
---|---|---|---|
N1 | კოროზია და ყინვა მედეგი ბეტონი | B22.5 or C25/30 | 30 |
N2 | სულფატომედეგი და ყინვამედეგიბეტონი მაღალი წყალშეუღწევადობით, ქიმიურად აქტიური წყლების გათვალისწინებით | B22.5 or C25/30 | 30 |
N3 | სულფატომედეგი ბეტონი, რომელშიც არმატურის კოროზია გამოწვეულია ქიმიურად აქტიური წყლების მოქმედებით | B20 or C20/25 | 26.2 |
N4 | ბეტონი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის | B7.5 or C8/10 | 9.8 |
N5 | კოროზიამედეგი ქლორიდებზე ქიმიურად აქტიურ წყლებზე და ცვეთამედეგი ბეტონი | B35 or C35/45 | 45.8 |
N6 | ცვეთამედეგი, ქიმიურ ნივთიერებებისაგან დამცველი, ფოლადურ-ბოჭკოვანი ბეტონი | B30 or C30/37 | 38.9 |
N7 | ქლორიდებზე მედეგი, ცვეთამედეგი და ყინვაგამძლე ბეტონი, წყალშეუღწევადობის უნარით | B35 or C35/45 | 45.8 |
N8 | კოროზიამედეგი ბეტონი ქლორიდებზე და კარბონატებზე, მცირე წყალშეუღწევადობის უნარით | B30 or C30/37 | 38.9 |
N9 | კოროზიამედეგი ქლორიდებზე და კარბონატებზე, ყინვაგამძლე ბეტონი, მცირე ცვეთამედეგობის უნარით | B35 or C35/45 | 45.8 |
N10 | ძლიერ ყინვამედეგი, ცვეთამედეგი და ქიმიურად აქტიურ წყლებზე მედეგი ბეტონი | B30 or C30/37 | 38.9 |