ლაბორატორიის ხარისხი
კომპანია ჰანიველ ცემენტის სამშენებლო მასალების ტესტირების ლაბორატორია 2009 წლიდან არის აკრედიტირებული, ხოლო 2015 წლიდან კი საერთაშორისო სტანდარტით სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს სამუშაოს შესრულების მაღალ დონეს და პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას, ათწლეულების მანძილზე დაგროვილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების მაქსიმალურ სიზუსტეს და სანდოობას.

ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის კონტროლისთვის წელიწადში ერთხელ ხდება სახელმწიფო აკრედიტაციის ცენტრის მიერ ლაბორატორიის მუშა პროცესის შემოწმება, მოწმდება პერსონალის კვალიფიკაცია კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე უშუალო დაკვირვებით. მოწმდება ლაბორატორიის ნორმატიული ბაზა, რამდენად სწორად ხდება სამუშაოების რეგისტრაცია, შედეგების აღრიცხვა და გაფორმება, კონტროლდება თანამედროვე ხელსაწყო-მოწყობილობების გამოყენების სიზუსტე, სტანდარტებთან შესაბამისობა და მეტროლოგიური მიკვლევადობა. ნორმატიული დოკუმენტების აქტუალიზაცია ყოველწლიურად ტარდება.
- სამუშაო პროცესის სრულყოფის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება სამშენებლო მასალების ტესტირების მეთოდების შედარება როგორც საქართველოში აკრედიტირებულ, ასევე საერთაშორისო ლაბორატორიებთან. ევროპის მასშტაბით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბულგარეთის ლაბორატორიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ლაბორატორიებში იდენტური საცდელი ნიმუშების მიწოდებას, მიღებული შედეგების დამუშავებას და ტესტირებაში მონაწილე ლაბორატორიებისთვის გამოცდის შედეგების გაცნობას.
- კვლევის დასრულების შემდეგ გამოგზავნილი რეპორტის საფუძველზე ხდება მონაწილე ლაბორატორიების მიერ მიღებული შედეგების სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისად მათი შედეგების სიზუსტის და კომპეტენციების განსაზღვრა.
ჩვენი კომპანიის კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნების ლაბორატორიები 10 წელზე მეტია მონაწილეობენ „ჰაიდელბერგ მატერიალზის“ ყოველკვარტლურად ატარებს საკვალიფიკაციო შემოწმებებს (PROFICIENCY TESTING) კვლევაში. HM Proficiency Testing Schemes სრულდება საერთაშორისოდ აღიარებული EN ISO/IEC 17043:2010 სტანდარტის მიხედვით: წინასწარ შერჩეული კონკრეტული საწარმოს ცემენტი იგზავნება ჯგუფის ლაბორატორიებში, სადაც ხორციელდება მათი პარამეტრების დადგენა.
უკვე 5 წელზე მეტია (ჯამში 21 რაუნდი), რაც ჩვენი ბეტონის 4 ლაბორატორია მონაწილეობს აღნიშნულ საკვალიფიკაციო ტესტირებებში და მიღებული შედეგებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ როგორც ცემენტის, ასევე ბეტონის ქარხნების ლაბორატორიებში დაფიქსირებული შედეგები, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, სრულად შეესაბამება წინასწარ დასახულ მაჩვენებლებს.
ცნობისთვის, „ჰაიდელბერგ მატერიალსთან“ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩვენი კომპანიები მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას ამ კუთხით და 2025 წელსაც ჩვენი ოთხივე ლაბორატორია საკვალიფიკაციო შემოწმებების პროცესში ჩაერთვება. - ჰანიველ ცემენტის მობილური ლაბორატორია არის ყველა საჭირო დანადგარით აღჭურვილი სპეციალური ავტომობილი, რომლის მეშვეობით უშუალოდ სამშენებლო უბანზე ხდება ბეტონის ნარევში ჰაერშემცველობის, კონსისტენციის (კონუსის ჯდენა) და ტემპერატურის შემოწმება. ასევე ხდება თხევადი ბეტონის ნიმუშების აღება ადგილზე და გამყარებული ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა სკლარომეტრული (ურღვევი) მეთოდით.
ლაბორატორია
ჰანიველ ცემენტის ბეტონის ლაბორატორიაში ხდება ბეტონის მოსამზადებლად შემოსული მასალების შემოწმება და ვარგისიანობის განსაზღვრა, მხოლოდ ამის შემდებ ვიყენებთ მასალას ბეტონისთვის იქნება ეს ქვიშა-ღორღი, ცემენტი თუ სხვადასხვა ტიპის პლასტიფიკატორები. ბეტონის ხარისხის კონტროლს ვაწარმოებთ როგორც ქარხანაში ასევე სამშენებლო ობიექტზე.

ბეტონის ძირითადი შესამოწმებელი პარამეტრებია: მრღვევი ძალა (სიმტკიცე), კონსისტენცია (კონუსის ჯდენა), ტემპერატურა, ჰაერშემცველობა, წყალშეუღწევადობა. მობილური ლაბორატორია ჩვენს მომხმარებლებს ემსახურება უშუალოდ სამშენებლო მოედანზე. სამშენებლო მოედანზე ხდება ნიმუშების დაყალიბება რომელთა, მარკირება წარმოებს სპეციალური ეტიკეტით, სადაც დატანილია შემდეგი ინფორმაცია: ობიექტის დასახელება, მისამართი, ბეტონის საპროექტო მახასიათებლები, დაყალიბების თარიღი. ეტიკეტზე ობიექტის წარმომადგენელი აწერს ხელს და ისე ეკვრება ბეტონის ნიმუშს რათა მოხდეს შემდგომში ნიმუშის ზუსტი იდენტიფიკაცია. სამშენებლო ობიექტზე ვცდით ყველა იმ პარამეტრს რომელიც შეიძლება გამოიცადოს დაყალიბების პროცესში ბეტონის ნარევზე: კონუსის ჯდენა, ტემპერატურა, ჰაერშემცველობა და წარმოებს ნიმუშების აღება შემდგომში სიმტკიცის დასადგენად.
ბეტონის ნიმუშები ლაბორატორიაში ინახება რეჟიმის ოთახში სადაც ისინი მოთავსებულია წყალში 20±2oC ტემპერატურაზე. სიმტკიცეზე გამოცდა ხდება 7 და 28 დღის ასაკში EN 206-1 სტანდარტის მიხედვით.