ხშირად დასმული კითხვები
ბეტონი იზომება მოცულობაში და მისის საზომი ერთეული არის 1.0 კუბური მეტრი.
საშუალოდ 1 კუბური მეტრი ბეტონი იწონის 2,250 დან 2,350 კილოგრამამდე.
1 კუბური მეტრი ბეტონის ფასის გამოსათვლელად, გთხოვთ ეწვიოთ სექციას “ბეტონის კალკულატორი”
ბეტონის სახეობების ტექნიკური მახასიათებლების დეტალურად გასაცნობად გთხოვთ მიჰყევით ბმულს
წყალი ბეტონში საჭიროა ცემენტის შეკვრის პროცესის დასაწყებად (ჰიდრატაციისთვის) და სასურველი კონსისტენციის მისაღებად.
წარმოებაში ძირითადად ოთხი ტიპის ცემენტს ვიყენებთ: CEM I 42.5R; CEM II A-P 42.5R; CEM III A 42.5N; CEM I SR5 42.5R.
ბეტონი შედგება რამდენიმე ძირითადი მასალისგან: ქვიშა, ღორღი, ცემენტი, წყალი, ცემენტისებრი შემავსებელი და სხვადასხვა ტიპის პლასტიფიკატორები. თანამედროვე ბეტონის წარმოებაში ვიყენებთ სხვადასხვა სახეობის პლასტიფიკატორებს, რომელთა გამოყენებაც განისაზღვრება იმ კონკრეტული ბეტონის საექსპლუატაციო გარემოში მოცემული სპეციფიკაციების გათვალისწინებით.
ბეტონი არის ხელოვნური ქვა, რომელიც მიიღება ბუნებრივი და ხელოვნური მასალების ურთიერთშეზავებით.