ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში

ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში


ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში 
ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს წამყვან ბრენდს ცემენტისა და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში.
ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. 
ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტითა და ბეტონით სწორედ ჰაიდელბერგცემენტი ამარაგებს. 
ჰაიდელბერგცემენტმა 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, რაც, ძირითადად, ცემენტის არსებული ქარხნების მოდერნიზაციაზე და ბეტონისა და ინერტული მასალების საწარმოო ხაზის გაფართოებაზე იყო ორიენტირებული.
კომპანიას საქართველოში 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

Heidelberg Cement Group

იხილეთ ჰაიდელბერცემენტთან დაკავშირებული რგოლი

ჰაიდელბერგცემენტი მსოფლიოში

ჰაიდელბერგცემენტი მსოფლიოში

ჰაიდელბერგცემენტი მსოფლიოში
 

ჰაიდელბერგცემენტი გლობალურ ბაზარზე სამშენებლო მასალების წარმოების აღიარებული ლიდერია. კომპანია მსოფლიოს 60 ქვეყანაში 3000 ქარხნითა და 60 000-ზე მეტი დასაქმებულითაა წარმოდგენილი. კომპანიას მოწინავე პოზიცია უჭირავს ცემენტის და ბეტონის წარმოებაში. იტალური მწარმოებლის - „იტალცემენტის“ შეერთების შემდეგ კომპანიამ პირველი ადგილი დაიკავა ინერტული მასალების წარმოების მიმართულებით.
 
  ჰაიდელბერგცემენტი წამყვანი ბრენდია საქართველოში ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით დაბეტონით, მეტიც კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. დღეისთვის ჰაიდელბერგცემენტს 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში, რაც ძირითადად , ცემენტის არსებული ქარხნის მოდერნიზაციაზე, ასევე ბეტონის და ინერტული მასალების საქარმოო ხაზის გაფართოებაზე იყო ორიენტირებული.

Heidelberg Cement Group

იხილეთ ჰაიდელბერცემენტთან დაკავშირებული რგოლი